*****


ვინ იცის სად ხარ, სად მგლოვობ, შენს თვალებს სად აბრიალებ, 
იქნება სულაც გალაღდი და კენწეროში ტრიალებ. 
სად დალევ აწი ამ შარბათს, სად დაინიშნავ ადგილსა, 
ვის გაახარებ, ვის ეტყვი, შენს გულის ნადებს-წადილსა.

ნეტავი კვლავაც შეგავლო ეს ნაკლოვანი თვალები, 
ყველაში გეძებ, ყველას ვთხოვ, ძმაო ნუ დამემალები. 
გაგიშვი შენს გზას მიმართე, შენ იცი, სად იფრიალებ, 
რას ვფიქრობ იქნებ სულ ჩუმად, ღამით აქ ჩამიგრიალებ.


და ეს სურნელი სანატრი ვერასდროს ჩამომცილდება, 
ჩვენი გულები სპეტაკი ერთმანეთს არ მოსცილდება. 
ერთად ვიცინოთ, ვიყვიროთ, ტკივილი გამისალბუნე, 
გამოიპარე ხანდახან გამზრდელი მოინახულე. 


16 ნოემბერი, 2020 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი