გაზაფხულის მოლოდინში


ტიტველ ხეებს და ნელ კვამლს, უღიმღამო დროის სვლას, 
ამ ჩაკეტილ ზამთრის იერს, და დეკემბრის დაღლილ თვალს, 
დილის სუსხით შთაგონებულს, ცრემლით გაჯერებულ ცას, 
დამავიწყებს და შემიცვლის თბილი სხივი ყოფის წამს. 

ვეწევი და ველოდები გაზაფხულის ყვავილებს, 
სუნი ცივად შემონახულ გონებას რომ ამირევს, 
მოვწევ და თეთრ მხუთავ აირს შორი-შორს გავაბოლებ, 
ზაფხულო შენ გელოდები სიფიცხით რომ მაბოლებ. 

მოვა ჩემი შემოდგომა ოქროსფერი სხივებით, 
კიდევ ერთსაც გავუკიდებ ყელის წამოტკივებით, 
ვეგებები კვლავ ცივ აისს, ვიკეტები სახლში, 
უკანასკნელი ღერის ნამწვს ვისვრი ფანჯარაში.


14 დეკემბერი, 2020 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი