ისევ მოდის წვიმა...
გულში მეტად ცხელა, სულში მეტად ცივა, ისევ მოდის წვიმა, ისევ მოდის წვიმა.... წვეთი კოშკებს აგებს, ლამაზად და გრძივად, ისევ მოდის წვიმა, ისევ მოდის წვიმა.... ლანდი მიაქვს ღრუბლებს, ზეცა აქცევს სხივად, რას გვიქადის წვიმა, რას გვიქადის წვიმა…. უცხო და ნაზ სხეულს, რომ ასველებს ცივად, თვალს ვერ აწვდენ წვიმას, თვალს ვერ აწვდენ წვიმას…. მოდის, სევდას რეცხავს, ამ დაცრეცილ ტანზე, სითბო მოაქვს გრილად, რომ ესხმევა კვალზე.... გული უფრო თბება, სულსაც აღარ სცივა, ისევ მოდის წვიმა, ისევ მოდის წვიმა.... 31 ივლისი, 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი