ეჰ, რა ვიცოდი წუხანდელს


ეჰ, რა ვიცოდი წუხანდელს რას მიმზადებდა განგება,
როგორ სცოდნია ამ სოფელს კაცისთვის მახის დაგება.

კარგის კეთებას ვცდილობდი, ცუდი რა მოსატანია,
ვინც მომაცდინა ამჯერად, საფლავში ჩასატანია.

ბურუსი, თეთრი, ბრმა არის, ჩემ გარშემო რომ ტრიალებს, 
მაშველს გზას კიდევ აურევს, დაღლილი, დაიგვიანებს.
 
შავად ჭაობში სიწყნარე, ჩემი რომ გადარჩენილა, 
აჩრდილი მისკენ მავალი, ჯერ კიდევ არ მორჩენილა. 

როცა ჩავწვდები, ვიბრუნებ, მალამოს - იქვე ჩასახულს, 
მაშინ მოვკვდები მე წყნარად, მივაწვდენ მიზანს დასახულს. 

27 ივლისი, 2020 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი