ჟამი სიწყნარის


ჟამი სიწყნარის დამიდგა მმალავს,
ღრუბლები წყნარი ჩემს მნათობს ფარავს, 
სავსეა მთვარე და მივსებს კალამს, 
მთვარე სავსეა და სტროფებს მძალავს. 

მობრუნდა ქარი, რომელიც მძულდა, 
მობრუნდა წვიმა, მასველოს უნდა, 
მობრუნდა ზეცა, გრგვინავდა, ქუხდა, 
წავიდა მიწა, გულივით ხურდა. 

ძიებას მოვრჩი და გავეყარე, 
სუსხი, სიცივე მე შევიყვარე, 
მხდალ ტანში დანა არ გავიყარე, 
გადავიტანე, ვიგემე მწარე. 

ალბათ, ბოლოჯერ, უკანასკნელად, 
თავს არ შეგაწყენ ურიცხვი სევდით, 
მე დავბრუნდები შენსავით მთვარევ, 
ვიქეცი ჩრდილად, ვიდგები გვერდით. 

11 სექტემბერი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი