დაბადების დღე


ახლოა წამი, ფეხს ვითრევ, 
ცხრამეტი წელი გულს ვინგრევ, 
ამ დღის სწორს, ოდეს შევიქმენ, 
განგების საყვედურს ვისმენ. 

აი მოხვედი ! დაბადების დღევ ! 
და ჩამასახლე ამ ოთხ კედელში !
აი მოხვედი ! დაბადების დღევ !
ტანჯვა მარგუნე ამ საწმენდელში ! 

და შენ გგონია მე ახლა ვზივარ, 
შენს ტანჯვას შორით მშვიდად ვუყურებ, 
ვერ წაიკითხავ ამ ლექსს ვერც მისმენ, 
ვინ იცის ბეჭედს როგორ უყურებ. 

და დავიბადე მერგო ბევრი რამ, 
ნიჭი, სიმართლე, მშობელი მხარე, 
დამბადებელო რა დავაშავე ?! 
რომ შემახვდინე ეს ბედი მწარე !
 
ვხვდები, ვუყურებ, მთვარეს ამაღამ, 
აი მოხვედი ! დაბადების დღევ ! 
და არ გეგონოს მე უნამუსოს, 
ფიქრში არ მყავხარ, გულში არ გიტევ. 

31 აგვისტო, 2021 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი