***
ხან ვმოგზაურობ და დამაქვს საგზლად მე ჩემი სევდა, ვუმზერდი ფურცელს, წითელი ვარდის, ის როგორ ხევდა, ხან ცივი ღრუბლის ქვეშ, ჩემი ხელები ამ სიტყვებს წერდა, ვუმზერდი ფურცელს, ვამკობდი სიტყვით, ის კიდევ მტკენდა. მელნით გასვრილ ხელს, ახალგამომშრალ ფოთოლს შევაწვდენ, მოვსწყვეტ ფერებით და ამისათვის თვალით სისხლსა ვდენ, ჰაერში ნარჩენ და ამოწყვეტილ, ჩემს ხმას შევაფრენ, გავაგრძელებ მას, სტროფებს ავაგებ, ნიჭსაც არ ვაწყენ. ხველით ნახსენებს, ტკივილს უმწარესს, ლექსად გარდავქმნი, მე ჯერ არ წავალ, მე ჯერ ბევრს შევქმნი, ჩემი ნიჭის ჟინს, დაუოკებელს, ცეცხლად წარმოვქმნი, ყველას ვაგონებ, რა უცნაური და მკრთალი შევიქმნი... 29 აგვისტო, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი