*****
არეულ ფიქრებს შორის შენ გხედავ, სიცარიელის ცეცხლი მწვავს მწარედ, და გამოჩენას ვეღარ გავბედავ, ღამის მნათობად, ვიქეცი მთვარედ. აგვისტოს სხივი ჯერ ხომ წინ არის, ივლისის ქარი არ ჩაწოლილა, გულის კედელი ჩემი ნანგრევი, ბოლომდე მაინც არ გაპობილა. ვწერ და ძვირფასო უშენოდ მიჭირს, ვწერ და არ ვიცი თუ სად დავრჩები, რაც კი დრო გადის, წამი და წუთი, ვგრძნობ უფრო მაგრად, ვერ გადავრჩები. ამ ცარიელი ბედის ტრიალში, ქუჩის გადაღმა თვალით გეწევი, უკვდავი არ ვარ, უკვე გზაზე ვარ, სცადე, ვიცოცხლებ თუ დამეწევი. 18 აგვისტო, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი