მთვრალი პოეტი


მთვრალი პოეტი, 
მთვრალი გენია, 
მთვრალია მუზა, 
მთვრალსა სწყენია, 
და უწერია და დაუსვრია, 
ხელი სტკენია, 
არ უღალატა, არ გაუსვრია, 
სული გრძელია, 
მიუღწევია სახლის კარამდე, 
თან უქშენია, 
და უწერია, და უფიქრია, გაუფრენია... 

უყვარს სითხე მას, უყვარს სიმბოლო, 
შვების, სიმშვიდის, 
დალევს, არ იცის, 
მთვრალი სად მიდის, 
უყვარს თრობა მას, უყვარს სიმბოლო, 
გალაკტიონის, 
დაბოდიალობს, ფანჯრიდან ხტება, 
თავს ჰყიდის, 
თავს დაიკიდებს, გარბის, მისდევს არავინ, 
მწარეა, 
მშვიდ ყოფას ურჩევნია, 
გემო არაყის, 
შფოთავს, დაეძებს, არ იცის, უცდელად აზრი ? 
ასე ჩაივლის... 

და უფიქრია, და უწერია, 
წამი სიცოცხლის, 
გაუწელია, 
გაქცეულა, 
სიკვდილი ტყვიად დაუწევია, 
და უწერია, და უფიქრია, 
გაუფრენია... 

30 ივნისი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი