*****
ზიზღში დავცურავ, ზიზღში ვარ სულით, ლეში უძლური მფეთქავი გულით, ზიზღში დავცურავ, ზიზღით ვარ კრული, ვერ მიხორცდება მე შენი წყლული. ვზივარ, ჩვენს ადგილს სევდით შევჰყურებ, და მენატრები ძლიერ ლამაზო, ზიზღში დავცურავ, ზიზღით ვიკლავ თავს, შენ უბოროტო, წყნარო და ნაზო. ვზივარ, ვიხსენებ თუ სად ვიყავით, ყველა ადგილი შენს თავს მაგონებს, წამში სულს გავცვლი და მას გადავცემ, ვინც შენს ხმას წუთით მე გამაგონებს. ვზივარ, დავცურავ, ზიზღში ამ ნავით, ვზივარ, ვიხსენებ იმ ტკბილ დროებას, ვზივარ, დავცურავ, ამ უდაბნოში, და მივეცემი ამაოებას... 3 ივლისი, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი