*****
ფოტო დავკოცნე შენზე ფიქრებში და ვოცნებობდი მე იმ ღამეზე, რომ ვმსხდარიყავით ჩვენთვის სკამებთან და გვესაუბრა წარსულ ამბებზე. მელანდებოდი, მესიზმრებოდი, მე უშენობას ვეღარ ავიტან, არ ვიცი სხეულს, დამბლადაცემულს, ერთად ყოფნამდე როგორ გავიტან. მე გაგიქარწყლე გრძნობა ძლიერი, მე დავაშავე და ვარ ცდომილი, შენ გესმის ჩემი, მაგრამ ბოლომდე, ვარ უცნაური და დაგმობილი. ვწერ ამ ბლოკნოტში, ვწერ ამ რბილ სიტყვებს, გადავეჩვიე ბევრის ლაპარაკს, ვწერ გამალებით და სულ შენზე ვწერ, გრძნობებს ვაფრქვევ და ვყვები ამ არაკს. ლექსად ნათქვამო შენ ჩემო სიტყვავ, ლექსად მე მითქვამს ჩუმად სიმართლე, არ ვარ ცნობილი, ჩრდილში დავრჩები, ჩემს წყენას, ეჭვებს, ნუ გამიმართლებ. 10 ივლისი, 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი