როგორ არ მინდა
როგორ არ მინდა ზურგი მაქციო, როგორ არ მინდა გეზიზღებოდე, როგორ არ მინდა სხვის მხარს შენ ნაზად, ჩემგან მალულად ეჭიდებოდე. შენ ფურცელზე ვწერ და შენ ნაჩუქარ, ბეჭედს ვერცხლისფერს სიმწრით დავხედავ, შენს ფურცელს დავხევ და ჩემს მომავალს, მალულად ბადრში ისევ ავხედავ. ღმერთო რას ვჩადი, მოდი იხილე, რომ ჩამისახე მე ეს გონება, მოდი და დატკბი, ვკვდები ტანჯულად, შენი უმწეო გამოგონება. მაინც არ მესმის, არც ჩემი ესმით, მაგრამ მე ვიცი რატომ განმსაჯეთ, კარგს ვაკეთებდი, ცუდად გაიგეს, ღმერთო, გრძნობისთვის რატომ დამსაჯე. 30 ივნისი, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი