შორს მიდის


შორს მიდის ჩემი ფიქრები, ცხრა მთას იქითაც გადასწვდა, 
შორს მიდის ჩემი ფიქრები, საათი დათქმულს გადასცდა,
შორს მიდის ჩემი სხეული, და რას მპირდება არ ვიცი, 
შორს მიდის ჩემი სიცოცხლე, და მკვდრის სამოსიც ჩავიცვი. 

შორს მიდის, ვინ დაეწევა, ვინ გააჩერებს ჩქაროსანს, 
უსიამოვნოს, უნაღდოს, და მავნეს როგორც ფაროსანს, 
მიდის შორს და არ ჩერდება, დაჰქრის ქარიშხლის ჰანგებზე, 
სულ ქართულს ცეკვავს ლაღად და შუქი ეძახის მთვარეზე, 
მიიწევს და არ ტოკდება, ვინ დააკავებს ჯაჭვებზე, 
ეძებენ და თან ეგება, შხამიან და გრძელ სარებზე, 
ეძებენ და არ ბრუნდება, დაძახილზე და ზარებზე, 
შორს მიდის ჩემი ფიქრები, უფრო შორს ვიდრე მთვარეზე, 
შორს მიდის ჩემი ფიქრები, ტიტულებზე და გვარებზე, 
შორს მიდის ჩემი ფიქრები, ღმერთებზე, ღამის ალებზე, 
და რას ფიქრობდნენ ისინი, ნეტავ, სხვა ნიჭით გავევსე... 

20 ივლისი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი