ცა ვარსკვლავს ირგებს
ცა ვარსკვლავს ირგებს, ვუყურებ ფიქრით, ალბათ უცქერი შენც და მიხსენებ, თან მენატრები, თან მედარდები, ამ გრძნობებს შუა მე განვისვენებ. გრძელია ღამე, ის გვყოფს, გვაშორებს, გვაძლევს დროს დარდის, ხვალის იმედით, თუ გათენდება, თუ მეღირსება, ჩაგიკრა გულში, გტანჯო ამ ბედით. ცა ვარსკვლავს ირგებს, ტალღა ღრუბლების, თარეშს არ გაწყვეტს, ვერ ძღება მზერით, დარბის მთვარე და ამბებს მიყვება, ვუსმენ მდუმარე, მე გულისძგერით. ვგდივარ მინდორზე, ხანაც ფანჯრიდან, მწვანე ტრიალზე, ხის ჩარჩოებში, შენ მესახები, როგორც მარტოკაცს, მაცდური რამე, იქ, ღრმა ფიქრებში. ნეტა შემეძლოს ? ხომ შემიძლია, მოვისხა ფრთები ჩემი სურვილით, გამოვეშურო და დაგეწაფო, დამწვარი ტანით, გულის წყურვილით. ცა ვარსკვლავს ირგებს, დაუნდობელი, ცა ვარსკვლავს ირგებს, ოცნებით სავსე, ცა ვარსკვლავს ირგებს, მხოლოდ ამას გთხოვ, ღვთიური ცეცხლით, ბოლომდე მავსე. 12 მაისი, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი