ნაცრისფერი ქალაქი


ძველი ქუჩები, ნაცრისფერ გამზირს რომ უერთდება, 
გაუფერულდა, კუთხე მზიანი, 
მივაბიჯებ და ამ გზის გადაღმა, 
მომესმის ნაზად, ხეთა შრიალი. 

ყოველი ქუჩის მესმის გოდება, 
და მონატრების სუნმა წამძლია, 
აქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიყავი, 
ცარიელმა გზამ ცოცხლად დამლია. 

აიმღვრა ზეცა და შეიცხადა, 
ელვად იქცა ცა, მესმის ღრუბლების, 
აიმღვრა ეს გზა და ატალახდა, 
გამზირი, ძველი, გარეუბნების. 

დიდუბეს გავცდი და ნაძალადევს მე ვეკვეთები, 
ფეხით ვარ, მეგებებიან, წვიმის წვეთები, 
კვდებიან, ყოველ დაცემას ვგრძნობ და ვენთები, 
კვდებიან, არ ამბობენ რას, ცის ნაკეთები. 

დავდივარ ვფიქრობ, ყველა ადგილი, მე რას მახსენებს, 
მზერა გამირბის და არ მასვენებს... 
დავდივარ, უტყვად, შეუსვენებლად, 
და მაქვს მიზეზი ? გასაგრძელებლად... 

28 ივნისი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი