გვიანი არის


ერთი რამ ვიცი გვიანი არის, 
ძველ შეცდომებზე ძლიერი ფიქრი, 
ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვფიქრობ, 
ყველაფერს ვიგებ, ვიცი სად მიქრი. 

ვიცი სადაც ხარ და ვიცი რას გრძნობ, 
ეს გრძნობა ჩემთვის არ არს პირველი, 
მაგრამ უტყვად რომ ასე მაძევებ, 
გულის სიღრმეში მაინც სულ გელი. 

მე დავფიქრდები, კვლავ გადავიტან, 
გავძლიერდები, არ დავნებდები, 
წამება არის ჩემი საბედო, 
უბრალოდ გრძნობით უკვე ვნელდები. 

ვერც თავის გვემა, ვერც დავიწყება, 
ვერც თავის მოკვლა, სასოწარკვეთა,
შეუძლებელი არა არის რა, 
მათ შორის შენი გრძნობის განკვეთა. 

გაუმაძღარი ხან ნაყროვანი, 
გაუსაძლისი ხანაც გულჩვილი, 
წადი იკვლიე მარად შენი გზა, 
სხვას რომ აჩუქო შენ სული თბილი. 

აღარ გიყურებ, აღარ გიხსენებ,
გივლი გვერდს, ვკვდები, ვტირი და ვხვდები, 
როდის დავკარგე მე ჩემი თავი,
შუად გაიყო ეს ჩვენი გზები. 

3 ივლისი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი