არც ისე დიდი ხანია


არც ისე დიდი ხანია, სისხლი მომიჩქეფს ძარღვებში,
მაგრამ ვიხილე მრავალი, ისტორია ძევს თვალებში,
უგნურნო, რამ შეგაყვარათ, რა ჩაგისახლდათ თავებში,
რამ გაგაბრიყვათ, გაშტერათ, რამ შეგაყვარათ თარეში.

არც ისე დიდი ხანია, დავიარები მიწაზე,
ჩემს გულს ვახარებ და ვატკბობ, სიტყვის წერითა ამაზე,
არც სხვისი მშურს და ბოღმა მაქვს, ნუ შემიშინდით თამამზე,
გიცქერით და მერე ვფიქრობ, მოხდენილ ამრიგ ამბავზე.

არც ისე დიდი ხანია, მე გაკვირდებით შორიდან,
ვარჩევ კაცისა საფარველს აყროლებული მძორიდან,
მე კი გიღიმით და გეტყვით, სიტყვას წარმოქმნილს სწორიდან,
ნუ დაივიწყებთ ვისი ხართ, როდის დაეშვით გორიდან.

არც ისე დიდი ხანია, შეგალამაზათ ბარმაო,
თითქოს ჭაბუკის სამოსი შემოიხვია მკვდარმაო,
გახსოვდეთ თქვენი თავები, არ გახდეთ ყოფით ამაო,
სოფელმა ყველა მოსცელა, თითქოს გრიგალმა, ქარმაო.

26 ნოემბერი, 2021 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი