ძილისპირული
ვარსკვლავნო, ძილისპირულნო, თქვენ გამინათეთ სიზმრები, მთვარევ, შენ დაღლილ ჭაბუკთა, სიმშვიდის მცველი იქნები, ცაო, დამცქერი ბნელადა, შენ გაბარია ფიქრები, ღმერთო, დამყურებ და შენ წყვეტ, ხვალ რანაირი ვიქნები. მეც მანდ ვარ, თქვენთან დავფრინავ, თქვენ შორის ვნახე ადგილი, მე აქაურად არ მინდა, არ მესმის აქეთ ძახილი, უღელი ფხიზლად მოვიგდე, ძილში დავცალე მარხილი, დავუსხლტი ქვეყნის სიავეს, მთვლემარემ ვაწყე წადილი. კაცს აცდენ ყოველდღიურად, ვის მიერ აღარ დევნილხარ, თანდაყოლილი, ვერაგი, მაგრამ საჭირო სენი ხარ, უშენოდ არავინ ყვავის, რა უჩვეულო ძღვენი ხარ, შვება არა გვაქვს ჩვენ ისე, ადვილი საპოვნელიხარ. სექტემბერი, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი