მოლოდინში
ტაში ზეცისკენ თვალუწვდენელთა, ვარსკვლავთა მიმართ, მათ შუქს აამოს, თვალნი სავსენი მწვდომი ბოლოხაზს, დაისის სანთელს, ჩამქვრალს საღამოს. ფერხული მწყობრში გარიჟრაჟისა, სალი კლდეები სარკედ მოქმედი, მნათობნი შუბლზე ჩვილი ვაჟისა, დიდძალი მშობელ და შემოქმედი. დედა ყოველი ამ სიტკბოების, მამა მშვენების მარადჟამ მცველი, მხოლოდ ავსული, შეურაცხადი, სუფთა სულების პირწმინდა მკვლელი. დუმს და დაიცდის, დიდხანს უცდია, ზამთარს სუსხიანს სხივი აიტანს, ნათელი მისი აქ გარდმოსული, სითბოს ჩვენ გულთან მარად გაიტანს. და ყვავილობის ამ მოლოდინში, დნება ყინული ღვთიური ცეცხლით, მოდის აღდგომა, მოდის მდუმარედ, დავუხვდეთ ძღვენით, ღვინით და ვერცხლით. 29 დეკემბერი, 2021 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი