ჩემი უბანი


ჩამოვუყვები მე ჩემი უბნის ლამაზ კორპუსებს,
ძველია, თანაც რამდენი ჭირი გალია,
და მის კედლებზე დაუზოგავმა,
რამდენმა ნიჭმა წყალი დალია.

მიყვარს აქ ჩემი მოგონებები,
იების სურნელს ისე წააგავს,
ასე ჰყვაოდა გარეუბნები,
და ზრდიდა ქალ-ვაჟს სანთლით სანახავს.

ჩამოვუყვები ჩემს ახალ უბანს, და მეგულება კარგი სალამი,
აქაც მეტრფიან, მეგებებიან, ფარეხის უკან იწვის წალამი,
რიგად ჯიხურებს აქეთაც დიდი, დღესასწაული გაუმართიათ,
მწკრივებად ცაში ასატაცებლად, მტრედებსაც ფრთები აღუმართიათ.

იმღერის ჩემი გლდანულის ხედი,
ბანს აძლევს თემქა, სარაჯიშვილი,
გაჯგიმულია როგორც შეჰფერის,
ეს დიდებული გურამიშვილი.

ხარობს თბილისი, ხარობს ყველასთან,
მე ჩემ კუთხეში ილორს ვეშვები,
ხარობს თბილისი, ხარობს ყველასთან,
მე კი ჩემს უბანს ვერ შევეშვები.


9 იანვარი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი