მოძმე ერს


უბედურებით სავსე ქვეყანას, 
გადმოსდგომია შავი ღრუბელი,
და ჩვენს ხალხს თავში წამოსჯდომია,
ცივ ჩრდილოეთის დიდი წურბელი.

გმინავს ღრმა ძილში გულგატეხილი,
ქართველი სავსე უიმედობით,
სიზმრად უნახავს თავის ოცნება,
რომ დამარხულა ამ ავბედობით.

და იყო ჟამი, როცა ძლიერად,
ძმები მხარდამხარ, ერთად ვიდექით,
ძალზე მრცხვენია, ამ რთულ მომენტში,
ყველანი გვერდში ვერ დაგიდექით.

თქვენ მეგობრებო ! ზღვის იქით რომ ხართ,
არ მოგკლებოდეთ ღმერთის წყალობა !
თქვენა ხართ ჩვენი ბედის მწერალი,
თქვენვე ჩაგესმით ღვთისა გალობა !

და ახლოვდება საბედისწერო,
სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლისა ჟამი,
ქართველი გმინავს, ღრმა ძილში ლაღი,
მისგან არ ისმის წამითაც ჩქამი...


23 იანვარი, 2022 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი