გამოღვიძება
გაუფერულდა დილის სხივები იმედით სავსე, ვერც ღამის წყვდიადს არღვევს მთვარე ჩამქრალი, და გაუცხოვდა თვალები ჩემი ცრემლებით სავსე, მომავლის რწმენით, განთიადს ველი, ლამის გამქრალი. მამწყვდევს სიცივე და მაჩანაგებს ძლიერ გრიგალი, არც წვიმის წვეთებს ჩემთან მოსვლა ეუცხოვება, მაქცევს უხეშად მოკიდებული თამბაქოს ალი, დამსდევს კვამლი და მემატება გაუცხოვება. გამომღვიძებელს და შემმართებელს, შევცქერი დილით, მას მზეს ვუსწორებ თვალებს დავსებულს, და გავიჭრები ველად მეც ჩემი წილით, ვერწყა ფიალას, ამ უაზრობით უკვე გავსებულს. 9 თებერვალი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი