იქნებ გავიგო...
გასცილდნენ ფურცელს ჩემი სიტყვები, ვზივარ მდუმარე, ჩაფიქრებული, ნეტავ გვესმოდეს მართალი სიტყვა, ნაბიჯი გვედგა დაფიქრებული. დაგვსდევს ეს სენი, ძირი გვითხარა, ვერ გვარჩევინა მტერი, მოყვარე, ღმერთო შენ მითხარ, იქნებ გამანდო, ამ ხალხს სიბრმავე რად შეაყვარე ? ერმა გალია ბრძენთა სიცოცხლე, მათი აზრები გვესმის ? არარა, წუთისოფელო, იქნებ მანიშნო, ამ ხალხს სიყრუე რამ შეაყვარა ? ჩემს ცდას არა აქვს არსად საზღვარი, სიმართლე მინდა ყველას ვაყარო, იქნებ გავიგო, იქნებ მეც მივხვდე, ამ ხალხს მე თავი რით შევაყვარო... 18 თებერვალი, 2022 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი