დაბრუნება
არც აქაური ფოთლის შრიალი, არც აქაური ქარების სტვენა, მხოლოდ გონილის ჟინს ვერ დაფარავს, არ მიწერია მე მისი ცქერა. ამ ხიდს მონგრეულს ათრევს მდინარე, ორმხრივ მოძმეთა შუად გამყოფი, ეს მდინარეა ერთობის მტერი, ბედნიერია ჩვენი დამყოფი. ეს დავიწყებას ვერ მიეცემა, ვეღარ დაგვივსებს თვალებს ბობოქარს, ჩვენი ერთობის ტკბილი ოცნება, თან გაატანეს ბებერ ჯადოქარს. აშენეთ ხიდი, ცქერით დაძეხით, ხილული ყოფის მწვავე მანკებით, შემოვლენ კიდევ, არ ჩერდებიან, ისევ მოდიან დიდი ტანკებით. და გადაიფრენს გაზაფხულს ჩიტი, დაგვწვავს აგვისტოს მზე საძაგელი, დღე და ღამ იმედს არა ვკლავ ჩემში, დღე და ღამ აისს, განთიადს ველი ! თუ შევაბიჯებთ ? დაე, ვაბიჯოთ, წართმეულ კუთხეს ეშხი ვუბრუნოთ, დაჩაგრულ მშობელს, ცრემლით გამაძღარს, ორივე შვილი შინ დავუბრუნოთ.. 28 ოქტომბერი, 2020 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი