ბოლო სტრიქონი
ფიქრს დაჰყოლია აზრი თვითმკვლელი, თითქოს ზურგიდან იარაღს მაბჯენს, თვით ბოროტება ტყვიების მთვლელი, სიძულვილით,რომ აღწევს ცათამბჯენს. ფიქრს დაჰყოლია აზრი პირველი ბიძგი სიკვდილის ძალოვანება არ გამომყვება მე საყვარელი საიქიოში ბანოვანება. არ გამყოლია მე ბედნიერი გრძნობა სიცოცხლის გაზიარება, ჩემ სულს ელოდა კვლავ კადნიერი სიცოცხლის ბოლოსაც ზიარება. საკუთარ ხელით არ ვქნა შეშლილმა, აღსრულდეს ნება ბოროტის ხელით არა ჰქნას ეს ცოდვა ამ ქვეყნის შვილმა, სჯობს აღსრულება სხვა შვილის ხელით. არ დამყოლია მუცლად შენდობა, არც ბედიღბალი სიკეთის ხელით, არც სიკეთე, რომ ბოროტს ენდობა აქ მომლოდინეთ მესიას ველით. არ დაჰყოლია ფიქრს საბოლოო ვნება ახალი სიცოცხლე სრულის, იმ ქვეყნად ვეღარ,ამ ქვეყნად ბოლო სტრიქონებს დავწერ ამ აღსასრულის!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი