ლეგა კორინთელი_გზა


.                            გზა 
გზა დავიწყების, სიკვდილის, ცრემლის,
აღარც იმედი, არც მონატრება,
ამ გზას მივყვები გაკვალულს გესლით,
თვალს საწიერი შემოაბერდა,
სიცოცხლეს ვქარგავ ფერებში ლექსად, 
თან მეზმანება ცა საქართველოს,
ყოველ ბნელ ღამეს ვსაუბრობ ღმერთთან,
დაჭრილი გული რომ გავამთელო,
მაგრამ ამ ტკივილს არ უჩანს ბოლო,
არც ამ დაღვრილ ცრემლს ელევა დარდი,
მომაკვდავ დედის შვილივით გლოვობს, 
ცა დავიწყების ცრემლებად მაწვიმს.
                                                  ლეგა კორინთელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი