გალაკტიონ ტაბიძე_ალვები თოვლში
. ალვები თოვლში დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები. მოკრიალებულ ჰაერში ოდეს გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი, ოჰ! ნეტავი არ შეირხეოდეს გადაზნექილი სიზმრების წელი! მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს, ჩამოიშლება შუქი პირ-ბადე და უცნობ ღამის შორ საკურთხეველს უნდა ვუხმობდე განთიადამდე. სდგას გაყინულთა ოცნებათ კრება: მთა თეთრი, როგორც გიორგის რაში... დაუჩვევ ნათელს ეალერსება ჩვეულ სიცივის მძინარებაში. გალაკტიონ ტაბიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი