ქინაქინა
ქინაქინა ეძღვნება მარინა ეზუგბაიას უძველესი ქალაქოს შედარებით ახალი უბრანი. ერთი-მეორით გადაბმული. გაგრძელებული არცთუ ვიწრო ქუჩები. მზარდი, ახლიდან მშენებარე ქალაქი. დრო შუაღამესაა აგდამცდარი. ზამთრის და გაზაფხულის გზაგასაყარი. ჯერ ისევ ცივა, მაგრამ სივრცე თითქოს შემოდგომის სითბოთი და სურნელითაა გაჟღენთილი. გზები, შესახვევები, ჩიხები, ტროტუარები სავსეა ნაცნობი ყვავილებით, ვარდებით, ხეხილით. სკვერები და ეზოთა შესასვლელები დამშვენებულია ვაზის ტალავერებით. ქვეყანას დაჰნათის ბრდღვიალა მთვარე, რომელსაც ტოლს არ უდებს ქუჩის ფარნებიდან და სახლთა სარკმელებიდან გადმომსკდარი სინათლეები. სავალი ნაწილის გასწვრივ საგანგებოდ შერჩეული ადგილები სავსეა მინისა თუ თიხის ლამაზ-ლამაზი ჭურჭლით. ქილები და „კვარტიანები“ სავსეა სხვადასხვა წვენით, ბადაგით, ღვინით და თეთრი ქაფქაფა რძით. ეს ყველაფერი ისე უხვადაა, რამდენიც არ უნდა აიღო, არაფერს დააკლდება, თუმცა რად უნდა აიღო და სად წაიღო, როცა ყველაფერი ყველგანაა. ირგვლივ უჩვეულო სიწყნარეა. არსად ისმის მანქანისა თუ ქარხნის ხმაური. არ ჟღერს მუსიკა და აღარ ჰყეფს ძაღლი. ქუჩაში კანტი-კუნტად მაინც დადიან ადამიანები. მედეა! მედეა! - ღია ფანჯრიდან ისმის შეშფოთებული დედის ძახილი. ქინაქინა, ქინაქინა! - შთაგონებით იმეორებს პატარა მედეა და გარბის მსოფლიოს გადასარჩენად. ლევან ბაბუხადია 17.03.2020 19.03.2020 - აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ წამალმა, რომელიც მალარიის წინააღმდეგ გამოიყენება, ძალიან საიმედო შედეგები მოგვცა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი