როგორც კაფკამ...,მეც ამ ლექსის დაწვას მოგთხოვ.


ნუთუ ეს ღამეც ჩემოდენა ტკივილის განიცდის,
ნუთუ ეს ბნელიც, სამარადისოდ, დაიტანჯება?!
ჩემი სიმართლე, ერთადერთმა მხოლოდ მან იცის
იცის ეული, უგზოუკვლოდ ვინც დაიარება!...
მე არ ვაპირებ ავხსნა ჩემი გულისწადილი
არც მას ვაპირებ, ვიწუწუნო შენთან ამაოდ
მე მას მივუძღვნი ამ ჩემს ლექსებს ვისი მანდილიც,
მთელი ცხოვრება ალალ გულით, ტკბობით დამაქვსო.
დავესესხები დოსტოევსკის გენიალობას,
სნეულებაა თუნდ ამდენი ფიქრი ამაო,
სიზმარს ვიხსენებ, აწ არ ნახულ, ბერიკაობას
სცენა, თეატრი, მოზაიკა - ფერთა გამაო...!
ვიცი იფიქრებ, შეიშალა: შლეგია ვინმე,
ან რა აფიქრებს, ამოდენა, ყოვლით უაზროს
მე ამ სიტყვებით,ბნელთან ერთად, მხოლოდ შენ გიხმე,
მინდა იფიქრო,სნეულივით ჩაწვდე იმას რომ:
„ესეც გაივლის“ დაუფიქრდი სოლომონისას!...
შეხედე ღამეს, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას,
თანავარსკვლავედს, ანდაც ისე - ცალკე აღებულს
მოულოდნელად ჩამოფრინდა, ეს აზრი მეცა,
რომ ვაფასებდეთ ამ ჩვენს მიწას,ოდნავ არეულს.
ამდენი ფიქრი, ერთმა ღამემ სად დაიტიოს?!
რომელს გიშველოთ ერთმა ზეცამ უკიდეგანომ?!
:„წეროს რაც უნდა, მთავარია არ გაუტიოს“
ღამე,ფიქრები,დაფასება და ისიც რომ;
როგორც კაფკამ..., მეც ამ ლექსის დაწვას მოგთხოვ,
მოგთხოვ,ასევე,გაიქარწყლო გულის დარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი