ტკივილი შენიდან ჩემამდე
სუსხიანი დილა იყო, ცამ ფერი იცვალა. მხოლოდ მე და ფანჯარა ვიყავით იმ წამს ერთმანეთის პირისპირ. ღრუბელი მუქ ტონს იძენდა, თითქოს წვიმას აპირებსო და ნელ -ნელა, უფრო და უფრო მუქი ფერის სამოსით იმოსებოდა ცისკამარა. ჩემს ფანჯარასთან მარტოობის სევდა ჩამოწვა, თითქოს ვიღაცას მისტირისო. იქნებ, მართლაც მისტირის ვინმეს ისეთს ვინც ოდესღაც ამ ფანჯრის მიღმა იყო. ღრუბლებში ელჭექის ხმა გაისმა, წვიმაც წამოვიდა, ჯერ ნელა, შემდგომ კი უფრო აჩქარებდა თავის დაუნდობელი წვეთების ყრას. თითქოს ცამ ტირილი დაიწყო და ჰგოდებდა უშენობას... დიახ, ეს არ იყო მხოლოდ წვიმა, ეს იყო ტირილი ცისა, რომელიც მისტირის უშენობას. ცასთან ერთად მეც ავტირდი, გამახსენდა ყოველი წამი შენთან გატარებული, ყოველი მცირე კამათი, შერიგება, ყოველი შენი ჩახუტება, სიცილი, მახსენდებოდა შენს სახეზე მოფენილი ღიმილი, შენი მოკაშკაშე თვალები რომლებიც ვარსკვლავებსა ჰგვანან, კისერში კოცნა, მხრებზე მოხვევა, ოოო... რა ძლიერ მსურს ახლაც ეს ყოველივე; მაგრამ ვერ გხედავ, რადგან შენ წახვედი, წახვედი უსიტყვოდ, მხოლოდ იმ პირობის ამარად, რომ მალე დაბრუნდებოდი, მაგრამ ეს მალე უსასრულოდ გაიწელა. ეჰ როგორ მენატრები, როგორ მინდა ახლა შენთან ვიყო, ნეტავი როდის ინებებს უფალი ჩვენს კვლავ ერთად ყოფნას. არ ვიცი, თუმცა მაინც მაქვს იმედი უფლის რომ ოდესმე კიდევ შეგვახვედრებს ერთმანეთს, ჩვენი შეხვედრა, ამდენი ტკივილისა და ამდენი ხნის მერე ბედნიერება გვეწვია, მაგრამ ახლა ისევ ტკივილი მოგვდგომია კარს, უფალი ჩვენს სიყვარულს ცდის, განა უფლის ნება არ იყო ერთმანეთთან შეხვედრა? სწორედაც რომ უფლის ნება იყო ეს ყოველივე, მალე ერთად ვიქნებით. ფანჯარასთან ვდგავარ და ისევ გავცქერი წვიმიან ქუჩას. გადავწყვიტე რომ გარეთ გავიდე წვიმაში, ფეხით ვისეირნო იქნებ სადმე გადაგაწყდე თუნდაც შემთხვევით. სახლიდან გავედი, კიბეებს ჩავუყევი, როდესაც გარეთ გავედი წვიმის წვეთები შხეფებად მესხმებოდნენ სახეზე. ყოველი წვეთს ტკივილად ვგრძნობდი, ეს ტირილი კი არ იყო ეს ცის გოდება იყო. გზას გავუყევი, ყოველი ნაბიჯი შენს თავს მახსენებდა თითქოს გვერდით მყავდი. თითქოს მხარზე შენ თავს ვგრძნობდი, შენი თმის სურნელს რომელიც მუდამ დამყვება. დიდხანს ვიარე გაუჩერებლად, ირგვლის სიცარიელე იყო, მხოლოდ ერთი ორი კაცი თუ დადიოდა ისიც სახლში მიმავალი სადაც ოჯახი ელოდა მათ. მე კი ისევ სველ ასფალტს მივუყვებოდი, ტკივილი მეხივით მეცემოდა მკერდში, ყოველი უშენოდ გადადგმული ნაბიჯი ელვასავით ანათებდა, აი თითქოს და სადაცაა მეხი დამეცემა და იქვე ადგილზე დავსრულდები. ისევ გეძებენ ჩემი თვალები შენს თავლებს, არსაიდან ჩანხარ, ახლა სწორედ იმ ადგილს ჩავუარე სადაც ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა. რუსთაველის გამზირი, ჩაის სახლი ოპერასთან. როგორი ტკბილი წამები იყო. გიყურებდი თვალებში და შენში დიდი სიცოცხლე დავინახე. ტკივილიც დავინახე მაგრამ ბედნიერებაც ირეოდა მასში. გიყურებდი ყოველდღე უფრო უფრო გიახლოვდებოდი, მიყვარდებოდი და ახლაც ასეა ყოველდღიურად მიყვარდები. როგორი ძნელია უშენობა ვერც კი წარმოვიდგენდი ამას, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი. ამასობაში ყველა ის ადგილი მოვიარე სადაც მეგულებოდი მაგრამ ვერსად გნახე. ბოლო იმედიღა დამრჩა ღვთის სახლი, იქ საკურთხეველთან გითხარი პირველი მიყვარხარ რომელიც აქამდე მოდის და უფლის ნებით უფრო წინ წავა ეს სიყვარული. აქაც ვერ გნახე, მაგრამ მაღლა ხმა ისმოდა რომ მალე გნახავ ისევ. ისევ უკან სახლში წავედი. მე იმედი მომცა უფალმა რომელიც არასდროს იქნება ფუჭი. ეს არის იმედი ჭეშმარიტებისა. მადლობა უფალს რომ შენი თავი მაჩუქა. მე მჯერა იმის რომ ყველაფერი იქნება კარგად და უფლის ნებით ერთად ვიქნებით სანამ ეს სამყარო არსებობს. უბრალოდ გწამდეს ერთს გეტყვი ძალიან მენატრები ძალიან მჭირდები ძალიან მიყვარხარ ავტ : ლევანი ფრიდინიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი