ვის რა უყვარს


- დათუნიას თაფლი მოსწონს
და ტყე-ღრეში დანდალი.
- ფისუნიას რაღა უყვარს?
აბა მითხარ მართალი?

- ჭყინტი ყველი, თბილი რძე და
კიდევ ქათმის ბარკალი.
- კურდღელს?
- კურდღელს - სტაფილო.

- ციყვს?
- კნატუნა კაკალი.
- ქორს?
- წიწილა ენატრება,

აუფრენს და ჩაუფრენს...
- ქორს წიწილას ვინ მიართმევს,
თვალიც იმას დაუდგეს!	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი