დედაენა
დედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო. დედაენა, სიტყვის კონა, მზის სხივებით დართული, დაშაქრული, დათაფლული, დედაენა ქართული, სულ უჭკნობი გაზაფხული, ყვავილების შრიალი, ბულბულების ფრთების გაშლა, სალამურის წკრიალი. ათას ჭირში გამოვლილი, ჩვენი ჭირი და ლხენა, მალხაზების ფეხის ადგმა, თვალის პირველახელა, ვინ გვასწავლა სიყვარული მშობლიური მთა-ველის, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა მიწის ყველა მტკაველი. ვინ გვასწავლა სიყვარული ყანების და ზვრებისა, ვინ დალოცა ვაზის ძირი, შუქი გათენებისა, მამა-პაპის სიყვარული ვინ გვასწავლა პირველად, ჭირსა შიგან გამაგრება, ქვეყნის გასაკვირველად და რკალივით შემოევლო ჩვენი ქვეყნის კიდე-განს, აკვანშივე დაგვაფიცა საქართველოს დიდება, დედაენას, დედასავით მოფერება სჭირდება, ვინ წაგვკიდა რუსთაველის სიყვარულის ალმური, ასე ძლიერ ვინ გვასწავლა სიყვარული მამულის, დედაენამ, კვლავ რომ ინთებს მკერდზე ციცინათელებს, ამ განძს თუ არ მოუარე, ისე ვერ იქართველებ. დედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი