საქართველოს დავხატავ


კერვა უნდა ვისწავლო
ამ პატარა თითებით,
დედას კაბას შევუკერავ,
როცა დიდი ვიქნები.
ქსოვა უნდა ვისწავლო
ამ პატარა თითებით,
ბებოს წინდას მოვუქსოვ,
როცა დიდი ვიქნები.
ხატვა უნდა ვისწავლო
ამ პატარა თითებით,
საქართველოს დავხატავ,
როცა დიდი ვიქნები.

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი