საქართველოს ვენაცვალე
მოვევლები ჩემს ტკბილ მამულს, მწავნე მდელოს გავთელ ხვალე, ტაო-კლარჯეთს, საინგილოს და აფხაზეთს ვენაცვალე. თვალს მოვავლებ სამეგრელოს, გულს ოსეთიც ძლიერ უყვარს, გურიას კი შევავედრებ შემოქმედს და ქრისტე უფალს. სიმშვიდე, რომ მუდამ იყოს შევინახოთ სხვენში ხმლები, ვინახულებ ძვირფას რაჭას სვანეთიდან ვეახლები. თუშ-ფშავ ლეჩხუმ კახეთი და მშვენიერი იმერეთი, ჰერეთსა და დიდ აჭარას ლოცვას წმინდა, წმინდა ღმერთი. საქართველოს სიყვარული არაერთხელ ლექსად ვწერე, გულში ძმობა, ერთობა და ღვთის სახელი ჩავიწერე. დაე, ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს ფესვებს მალე, მე ხევსურეთს, მთიულეთს და მესხეთს, სამცხეს ვენაცვალე. ჯავახეთმა იდღეგრძელოს იყოს ყველა მომღიმარი, საქორწილოდ ჩქეფდეს ღვინო ქვევრებიდან მომდინარი. შემოვევლე მთლიან მამულს, არ გადავდებ სათქმელს ხვალე, უბერებელ კავკასიონს და ლიხის ქედს ვენაცვალე. კრიმანჭულში ჩაქსოვილა ქართველ დედის ტკბილი ნანა, სიამაყით გაიჟღერებს ჩაკრულო და განდაგანა. მოსჩანს მთები ფერფლისფერი, ყვავილებით სავსე მდელო, დაიფარე მაცხოვარო გულდაჭრილი საქართველო. დიდებული მხარე ჰყვავის ედემისთვის ნადარები, დაილოცონ ჩვენი ქვეყნის თვალციმციმა პატარები. სიყვარული გამოვხატოთ გვეყოს რაც კი გულში ვმალეთ, გაიხარეთ ქართველებო, იდღეგრძელეთ, გენაცვალეთ. თაფლწასმულნი ვდაგავართ მზეზე გვაყენებენ იარებს, ლეგენდები დადის ჩვენზე, ბევრჯერ გადაგვიარეს. იავნანით გაზრდილი ვართ გვიწოდებენ ერთგულებს, ახლა უკვე თევდორეზე უფრო თავდადებულებს. მშვიდობა და ძმობა გვინდა ხალხი ამის ღირსია, ჩვენს ძარღვებში იაფეთის მემკვიდრეთა სისხლია. რასაც ვიტყვი ვიცი ბევრი არ იქნებით თანახმა, მაგრამ მინდა შეცდომებზე საუბარი ხმამაღლა. დამღუპველი ფანატიზმი ერს სიმართლეს აძულებს, ვგმობ ჯაშუშ და რჯულით წარმართ მქადაგებელ ქალწულებს! სატანური კერპებისთვის ზოგი სულსაც გაიღებს, ნუ ირწმუნებთ გველეშაპზე გალაშქრებულ რაინდებს. ბაბილონურ ლეგენდებს კი ეკლესია ახსენებს, რელიგიით „გაპრავებულ“ ძაღლისთავა არსებებს. შეიზიზღეთ შეცდომების მონობაში ცხოვრება, იძულებით მიღებული მხეცის სარწმუნოება. ნაძარცვით ხართ აღსავსე და სულიერად ღარიბი, დაგმეთ ძველი ნახატები ზღვიდან გამონარიყი. ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი ხანი ეძინა, ნუთუ გჯერათ ფოტოსურათს ცრემლი ჩამოედინა? წუთისოფლის ხელმძღვანელი ბევრს ცხოვრებას კვლავ ურევს, სიხარულით ეგებებით ცოდვის დღესასწაულებს. ბელზებელს სურს გონებრივად თქვენი გარდაცვალება, ცრუ სწავლებებს თან დაარქვით შვიდი იდუმალება. არ გსურთ უფლის მსახურებთან ბიბლიაზე მსჯელობა, როცა ვინმე იღუპება მოიგონეთ ღრეობა. მალე სისხლი დაემჩნევა დედამიწის მდელოებს, თუ არ შეწყვეტთ წარმართობას, ფართო სადღეგრძელოებს. მონასტრებში მოგიწყვიათ სულიერი ორგია, ძლიერ გიყვართ სპირიტიზმი, ჯადო, ასტროლოგია. დაგეუფლათ სიძულვილი, მწვალებლური აზრები, თქვენში გავრცელებულია დედაბრული ზღაპრები. განსხვავებულს ამცირებთ და წმინდად რაცხავთ ბანდიტებს, მათ შორის კი ზოგი ქრისტეს ციანიდით ადიდებს. 326 წლიდან მოდის იდიოტიზმი, სუფევს პატრიოტიზმი და დემონიზმი, სექსიზმი. ჯოჯოხეთზე ქადაგებით მხსნელი გაანაწყენეთ, თქვენი რწმენა ბიბლიური საქმეებით მაჩვენეთ. ფინანსურად გეხმარებათ მიწიერი მთავრობა, ნუთუ ფიქრობთ დაამარცხეთ მრავალღმერთიანობა? ცეცხლს ანიჭებთ ღვთიურ პატივს, გიჭირთ წმინდის გარჩევა, ჯვრებით მორთულ ტაძართაგან ქვა ქვაზე არ დარჩება. დაივიწყეთ ოკულტური კონფესიის მოძღვრება, ვერ ხედავთ, რომ შეცდომაში შეგიყვანეს მოძღვრებმა? შეუერთდით ქრისტიანებს რწმენას საქმე უხდება, ვიდრე ორგანიზაციის კარი დაიხურება. ღვთის სამეფოს მმართველობით გაიხარებს სამყარო, თუ რა გველის მომავალში მინდა ყველას გახაროთ. ზეციერი მამა მოსპობს დღეს არსებულ პრობლემებს, ხსნას უბოძებს ჭეშმარიტი რელიგიის მპოვნელებს. ხალხი ნახავს იეჰოვას განზრახვათა მშვენებას, თვინიერი დაიმკვიდრებს ახალ ქვეყნიერებას. ღმერთი მკვდრეთით გააცოცხლებს გარდაცვლილებს მიწაზე, სამოთხე კი დაბრუნდება ჩვენთვის დედამიწაზე. სიკვდილი და სნეულება სულმთლად აღმოიფხვრება, სიღარიბე, განსაცდელი აღარასდროს იქნება. გადარჩება დანაშაულს თავი ვინც დააღწია, დავიწყებას მიეცემა ქვეყნის ოკუპაცია. ვისურვებ, რომ საქართველოს სიყვარული მართავდეს ნიკოფსიით დაწყებული ფართო დარუბანდამდე. ავტორი ლადო ქურთუბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი