გმადლობ იესო რადგან მოხვედი


მე ვარ მრავალი შეცდომით სავსე, 
მწამს შენთანაა სიცოცხლის წყალი, 
გაგანაწყენე, ტკივილით გავსე,
როცა დავრეკე მონასტრის ზარი.

ვიყავ იუდა და გავხდი პეტრე, 
ბაბილონიდან გამოსვლას მთხოვდი, 
დევნილ მოწმეებს კვლავ შეგავედრებ, 
ძვირფასო ქრისტე იესო, მოდი!

გამოგვისყიდე გოლგოთას მთაზე 
და ეს გავიგე ძალიან გვიან, 
დღეს უკვე ვდგავარ ჭეშმარიტ გზაზე, 
გულის კარი კი შენთვის მაქვს ღია.

პავლესნაირად ვიმონებ ხორცს და 
არ ვიძირები ცოდვების ტბაში, 
მე ბელზებელის კლანჭი ვერ მომწვდა, 
მადლობა რადგან მიმიღე სახლში.

მახსოვს შეცდომილ ძესაც, რომ მენდე 
და მოწყალება მრავალჯერ ჰყავი, 
გულწრფელი მონანიების შემდეგ 
გამომიწოდე ძელცმული მკლავი.

მტრებმა გაგროზგეს ტკბილო უფალო, 
ფურთხით აგივსეს წმინდა სხეული, 
ბოძზე გაწამეს სულის მკურნალო, 
გიხილეს ცხედრად გადაქცეული.

კვლავ მოელიან „ვნების კვირეულს“, 
თან გაუნელდათ ღვთის სიყვარული, 
მათ იზეიმეს შენი სიკვდილის 
და დამცირების დღესასწაული.

კვლავ აღავლინეს ტაძარში ლოცვა, 
ქანდაკებები გააკრეს ჯვარზე, 
მრევლმა დაიწყო ხატების კოცნა, 
შენ ისევ ზიხარ ზეციურ ტახტზე.

არ ითხოვ მარხვას და ზიარებას, 
ხალხი მიჰყვება წარმართულ წესებს, 
მრავალი ელის მოძღვრის ბრძანებას, 
ზოგიერთი კი ნამდვილად გეძებს.

სატანა თითქმის ყველას გადაწვდა, 
ცბიერთ ერგუნა ნაძარცვი ვერცხლი, 
მღვდელი ჯიბიდან იღებს ასანთს და 
ასე გადმოდის „ზეციდან ცეცხლი“.

ყოველ წელს წითლად ღებავენ კვერცხებს, 
დებენ ბალახში, აცხობენ პასკას, 
ბრმად ასრულებენ დემონთა მცნებებს 
და წარმოთქვამენ: იესო აღდგას.

არ მსურს დავტოვო ის კიდობანი 
რასაც მოწმეთა დარბაზი ჰქვია, 
მე გამცირებდი ამდენი ხანი 
გონს კი მოვეგე ძალიან გვიან.

გამომსყიდველო შენდობას ვითხოვ, 
ვერ დაგიდექი ყოველთვის გვერდით, 
შენ მაძლიერებ და ტკივილს მიქრობ 
განსაცდელებს, რომ ვეკვეთო მკერდით.

არმაგედონის დგება მომენტი, 
შემოქმედია ჩემი სიმტკიცე, 
გმადლობ იესო რადგან მოხვედი 
და სიყვარული, რომ დამიმტკიცე.

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი