ღვთის მიერ უარყოფილი ქვეყნიერება


წარმართებმა აანთეს სპირიტული სანთლები
და დაიწყო დემონთა მობრძანების აღნიშვნა,
არასოდეს ყოფილან უფლის თვალში მართლები,
ბელზებელმა თავისი რელიგიით დანიშნა.

უყვართ ფარისევლობა, ცოდვის დღესასწაული,
ერთმანეთის წინაშე ორგიები გამართეს,
წვეროსანთა არმიას დააქვს ვნება ფარული,
ქრისტიანს ხომ ასეთი მოქმედება არ მართებს!

თავს კი თვლიან ღვთისმოსავ მარიამის წილხვედრად,
მისი შვილის მცნებები მათთვის გახდა ამაო,
განსხვავებულს ხვდებიან საცემრად და წიხლ მხვედრად,
ამის შემდეგ ამბობენ: „შეგვიწყალე მამაო“. 

შავი ჯიპით მიიწევს რესტორნისკენ მოძღვარი,
როცა ხალხი შიმშილით ძელზე არის გაკრული,
ამ ყველაფერს დასცქერის მხსნელი მარად ცოცხალი,
ერეტიკოს სექტანტებს საქმენი აქვთ მზაკვრული.

შენაწირი დოლარით დაიგროვეს ქონება,
მხეცის სარწმუნოებამ თაყვანი სცა ტილოებს,
მონასტრები ააგეს „ძველი გველის“ მონებმა,
„მადლი უფრო გააჩნიათ ბარებს, საროსკიპოებს“.

ეს გამოთქმა ეკუთვნის აღმსარებელ გაბრიელს,
სულიერი სიბრმავით ერი გამოთაყვანდა,
ანტიკური სიცრუე დოგმურ მრწამსში გარიეს,
ეშმაკს ხალხი ფართო გზით დიდი ხანი დაჰყავდა.

ბევრმა დაგმო ბიბლია, მიაშურა მწვალებლებს,
შემოქმედის სახელი დამცირებით წარმოთქვა,
ელოდება ისეთი კონფესიის ბრძანებებს
რომელ რჯულსაც სირცხვილი წარუშლელად გამოჰყვა.

ვაკვირდებით ყველანი მიმდინარე მოვლენებს,
მოახლოვდა მესიის წმინდა გამოცხადება,
ხსნა მოელის მართალი რელიგიის მპოვნელებს,
მალე ღმერთი მსოფლიოს ხელმძღვანელი გახდება.

მას აქვს სასუფეველი, დიდებული სამეფო,
მიწაზე კი არსებობს ღვთის ორგანიზაცია,
მინდა გულში რწმენა და სიყვარული ვამეფო,
დაძწრის ლევიათანი ქრისტეს ცხვართა მტაცია.

უსამართლო, სასტიკ და ბოროტ ქვეყნიერებას
ბიბლიური სწავლება მკვეთელ ისრად მიესო,
მოგვანიჭებს ზეციერი მამა ბედნიერებას
და ერთგულ ხალხს გვაკურთხებს მეფეთ მეფე იესო.

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი