ოღონდ ბედნიერი იყავი


როცა დამეკარგე სული დამესერა, 
გული დაიღალა პატარა, 
შენი მონატრება ფიქრებს დაეძგერა, 
დამაქვს იმედების მათარა. 

როცა გაგიცანი შუაღამე იდგა, 
მთვარე ანათებდა ოთახებს, 
შენგან მოწერილი მისალმების სიტყვა, 
ახლაც ძველ სიხარულს მოარხევს. 

როგორ მენატრება ჩვენი საუბრები, 
ნატვრა დასახული გეგმებად, 
გული გელოდება სხვისთვის გაუღები, 
მოხვალ, ასეთი მაქვს შეგრძნება! 

ყური არ ათხოვო ბინძურ გამჭორავებს, 
ყველას გაუკეთე სიკეთე, 
მტრობა ადამიანს ანგრევს, აცოტავებს, 
მხოლოდ უფლის ნებას მიენდე.

გლოვის ცრემლად იქცა უკვე ეს სიტყვები, 
მაგრამ იმედია სხვაგვარი, 
ჩემს ძელს გოლგოთამდე ოხვრით ვეზიდები, 
მჯერა, აღდგომაც რომ აქ არის!

ვიცი, ჩავიდინე მძიმე შეცდომები, 
ახლა ამის გამო ვისჯები? 
ნუთუ დავიჯერო აღარ გეცოდები, 
თბილო, შემომხედე, ვგიჟდები. 

ჩემო კურთხევავ და არა გამართლებავ, 
უფრო ვძლიერდები ბრძოლაში,  
შენ ხარ სიხარულის სრული განმარტება, 
რაც კი მითხოვია ლოცვაში. 

მარად მეყვარები, გრძნობა სულ დარჩება 
ტკბილი მოგონების მრიყავი, 
ჩემს თავს არ დავეძებ, იყოს შენი ნება, 
ოღონდ ბედნიერი იყავი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი