კვლავაც გვამხნევებს
ეძღვნება ქართველ მწერალს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს, გიორგი (გოგლა) ლეონიძეს. კაცი იყავი კაცური და გააოცე ყველანი, სურნელს აფრქვევდა იისას შენი „ღვთიური“ მელანი. სტრიქონებს დაქვრივებული დედის გამოჰყვა ალერსი, ქართული ზეცა ბრწყინავდა შენს ლურჯ, კამკამა თვალებში. მონატრებიათ შენი ხმა პატარძეულის მთა გორებს, აყვავებულან ნუშები, იორი ზვირთებს აგორებს. გვეძახი, კვლავაც გვამხნევებს ეგ შემართული მარჯვენა, ვერცხლის გეჭირა თასი და ლოცავდი ჩვილთა გაჩენას. მამულის შემწედ შობილო, მუდამ ენთები ლამპარად, სულ გვეხსომები, შენს სახელს მტვერი ვერსდროს დაფარევს. ავტორი ლადო ქურთუბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი