იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო
ცოცხლებმა იციან რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან, ვერც სხვა სამყაროში მოხვდებიან, რადგან სამარეში მიდიან. ცოდვის საზღაური მიეზღვებათ, ხსოვნა დავიწყებას ეძლევა, მათ გულს სიყვარული ვერ ეხება, აღარც მტრობის რჩებათ შეძლება. რაც კი მზის ქვეშეთში არსებულა წილი არაფერში არა აქვთ, ვისი სახლიც ფულით გავსებულა მკვდრეთით ვერაფერი გადააქვს. ქრისტემ დაახალა კერპებს წიხლი, ისევ უამრავი მითია, აღარც საქმეა და აღარც ფიქრი როცა სამარეში მიდიან. სული იგივეა რაც სიცოცხლე, არ აქვს სრულყოფილის წოდება, წყეულ „ჯოჯოხეთშიც“ ვერ იცოცხლებს და არც სამოთხეში მოხვდება. უკვე ყველას ბოლო სიკვდილია რადგან წინაპარმა შესცოდა, გაქრა სამყაროში იდილია როცა ცოდვილები გვეწოდა. ევამ დაარღვია მამის აღთქმა, ადამს აღარ შერჩა კურთხევა, „მუდამ იხარეთო“ უფალმა თქვა, ხალხმა მას დაუწყო ფურთხება. ღმერთმა განიზრახა ყველას ხსნა და ქვეყნად მოავლინა ქმნილება, იგი ძელცმული და მხსნელი გახდა, რაც მან ზეცაშივე ინება. ქრისტეს გაღებული სისხლის მიერ ერებს ეპატია შეცდომა, მამამ შეიყვარა ყველა ძლიერ, იგი ბიბლიიდან გვეცნობა. უფლის განზრახვები ცხადი გახდა, მას აქვს ზეციერი სამეფო, რაც კი დაიწერა თითქმის ახდა და სურს მიქაელი ამეფოს. მთავარანგელოზი იესოა წმინდა შემოქმედის შობილი, კურთხევებისათვის დაიხსომა ხალხი ერთგულებით ცნობილი. ღვთის ძემ სიკვდილის წინ მოიწვია ვახშმად მოციქული თორმეტი, გვახსოვს წინაპარმა რაც იწვნია, დადგა გამოსყიდვის მომენტი. მხსნელმა უფუარი პურით ხელში თქვა: „ეს სიმბოლოა სხეულის“, ჭამეს და განწმენდა მოხდა ძმებში, ერთში შესვლა იყო გრძნეულის. „ღვინო ჩემს დასაღვრელ სისხლს ნიშნავს და ხალხი გადარჩენას მიიღებს“, ეს სიმბოლოები უშუალოდ სულით ცხებულებმა მიიღეს. ქრისტემ მოგვიწოდა: „ნუ აცდებით მიზანს, მუდამ სიხარულით აენთეთ, ერთად შეიკრიბეთ თოთხმეტ ნისანს, ეს ჩემ მოსაგონრად აკეთეთ“. პურს და ღვინოს იღებს ცხებულები, მათ აქვთ რწმენა ზეცად აღდგომის, სხვები ღვთისგანაა ქებულები და სწამთ „პარუსიის“ დადგომის. ღმერთის ქრისტიანი მსახურები ყველას წრფელი გულით იწვევენ, უფლის გახსენების საღამოზე კვლავაც ქადაგებას იწყებენ. ქრისტეს სიკვდილმა და გაცოცხლებამ მრავალს მოუტანა იმედი, მალე შესრულდება მამის ნება, ახალ მსოფლიომდე მივედით. იგი აღადგინა უწმინდესმა როგორც სულიერი ქმნილება, ვიდრე „სიონიდან“ მხსნელი მოვა ხორცი კვლავ მოკვდავი იქნება. ირგვლივ შეიკრიბა დემონთ ფლოტი, ზიზღი აქვთ შემოქმედის სახელის, ეს არც მოძღვრებაა რუტერფორდის და არც სწავლებაა რასელის. მამამ წმინდა სულით შთააგონა ორმოც ერთგულ მსახურს ზრახვები, თანაც დაგვინიშნა „გონიერი მონა“, გვქონდეს ბიბლიური აზრები. „შვიდი დროის“ შემდეგ ყოვლისშემძლე ღმერთმა გაამეფა იესო, ყველგან ქადაგების მეშვეობით „მხეცებს“ „ბასრი ხმალი“ მიესო. გიწვევთ გახსენების საღამოზე თოთხმეტ ნისანს როგორც წესია, პასექს აღნიშნავდა ამ დროს მოსე, ერთად განვადიდოთ მესია. ავტორი ლადო ქურთუბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი