დედამიწის სინათლე


ადამი რომ ღმერთს ეურჩა მიწა ცოდვით დაიფარა,
შემოქმედმა თავისი ძე სათათბიროდ დაიბარა.

- „შვილო, უნდა მოგავლინო ხალხთა მხსნელად ამის მერე,
სიკვდილი და ბოროტება შენი სისხლით შეაჩერე“. 

- „მამა, დაე იყოს ასე“ - იყიჟინეს უფლის ძმებმა,
განდგომილი წუთისოფლის გამოსყიდვა დაიგეგმა.

ვინ იხსნიდა დედამიწას ზეციერი ღმერთის გარდა?
ისრაელში იეშუა მაშიახი დაიბადა.

ბელზებელმა იესოსთან ვერაფერი ვერ გააწყო,
ვერც სიმდიდრით მოისყიდა, საქმეები ვერ ჩააწყო.

ეძება და უდაბნოში მომარხულე ნახა გვიან,
მის მიმდევრებს მოღალატე ექსტრმისტებს ეძახიან.

მესიისთვის ცოდვის კარი მუდამ იყო დარაზული,
მისი რწმენა, ერთგულება მამას ჰქონდა დანახული.

ხალხს სიკეთეს უკეთებდა, ზოგმა საქმე გაურჩია,
სულ პირნათლად შეასრულა ყოვლადწმინდამ რაც ურჩია.

მოიარა ისრაელის ყველა დაბა, ყველა ქუჩა, 
უფლის გულში სიყვარული ვარდის მსგავსად გაიფურჩქნა. 

სულიერად მოაზროვე დაწერილის მიმხვედრია,
ვინც ნამდვილი რჩეულობის, წმინდა რწმენის წილხვედრია. 

ღვთის ძე მოკლეს უსამართლოდ, გულქვა გახდა მთელი ერი, 
მესამე დღეს იგი აღდგა, ვერ დააკლეს ვერაფერი. 

ათას ცხრაას თოთხმეტ წელს კი ქრისტემ ეშმაკს უთხრა: „კმარა!“
ატყდა ომი და ზეციდან დემონები გადმოყარა. 

მეფეთ მეფემ გაიმარჯვა, „გველის“ გეგმა ჩაიფუშა, 
ღმერთი ყელში ეცა ბოროტს, ჩვენს გულამდე არ მიუშვა. 

ნეტარმა და უწმინდესმა მოთმინება არ დაკარგა, 
არსებული ტკივილები ბაბილონში გადაკარგა. 

ჩვენი საქმე, მონდომება ხალხთა შორის ყველამ იცის, 
იეჰოვას მოწმეები სინათლე ვართ დედამიწის!

ავტორი ლადო ქუთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი