ცოცხალი ხარ, იანგული!


უშიშარი გქონდა გული
მეგობრებთან იყავ როცა,
ნუ მოკვდები იანგული,
ჰელადაში ისმის ლოცვა.

ბუტბუტებდა ანგელოზი,
წასვლის ნებას აღარ გრთავდა,
გულზე გქონდა „ჰელადოსი“,
შენი ძმები გულში გყავდა.

ჟინს აღძრავდა გამრჯე მკლავი,  
სიძლიერე მოგცა სულმა,
ვერ დამალა შენში თავი,
საქართველოს სიყვარულმა.

დაბრუნება დარჩა ზღაპრად
და ჯემალიც ვეღარ ნახე,
შენ სიცოცხლე გსურდა, მაგრამ
ზღვა სიკვდილით გადმოლახე.

ვერ დაბრუნდი უკან სახლში,
მონატრება დაგრჩა ძმური,
დღესაც ისმის ჰელადაში: 
ცოცხალი ხარ, იანგული!

ავტორი ლადო ქურთუბაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი