როგორც მერლინი არტურს, ისე დაგელოდები
ნამდვილ სიყვარულს არასოდეს გაუვა ვადა, შენზე ფიქრები მახარებს და საოცრად მათბობს, ახლა ყველაფერს ვისურვებდი სიკვდილის გარდა, რადგან სიცოცხლე გელოდება, გეძახის, გნატრობს. სულ მეყვარები და დაგიცავ მოგეცი „აღთქმა“, მე განვიზრახე ყოველივე გულწრფელად მეთქვა, მეამაყები, მენატრები, ახალი რა ვთქვა? შენ რომ დასრულდე გულმა უნდა შეწყვიტოს ფეთქვა. ვინ სძლევს სიყვარულს? არ შობილა ასეთი ვინმე, სხვა პრინცესებში შეგამჩინე დედოფლად მდგომი, არ მიგატოვებ, სამყაროში ვიცოცხლებ ვიდრე, მე და შენ ერთად წუთისოფელს მოვუგოთ ომი. მსურს სულ გისმინო, ხალხის უკვე ჩავახშე ხმები, ლამაზთვალებავ, უფლის შემდეგ გულწფელად გენდე, მიყვარდე? მწამდე? მუდამ უნდა მჯეროდეს შენი? მიყვარხარ, მწამხარ, დაგიჯერებ სიკვდილის დღემდე. არ გაიფიქრო ეს გრძნობები რამეში ვცვალო, „მიყვარხარ თბილო!“ - ვარსკვლავებით დაგიწერ ცაზე, თუნდაც, რომ მითხრან აღსასრული გიდება ხვალო, არ გავიკარებ შენს მეტს არავის სიცოცხლის გზაზე. ეს გრძნობა არის რეალური, წმინდა და მკვეთრი, სიყვარული ხომ არასოდეს არაა ძალით, ნუთუ ვერასდროს ვერ ვიქნებით ერთად და ერთნი? იქნებ ოდესმე გადმომხედო მოწყალე თვალით. ჩემო ძვირფასო, პირველი ხარ და გქვია ბოლო, ვინც შენს გულშია ღმერთო ჩემო, როგორ უმართლებს, რა შემიძლია? წერილები მოგწერო მხოლოდ და ბედნიერი ჩავეხუტო კვლავ შენს სურათებს. არ მოგატყუებ, დამიჯერე არ გკადრებ ღალატს, თუ კი ამირჩევ არ დავკარგავთ ნამდვილ ერთობას, მე არასოდეს არ დაგიწყებ იცოდე კამათს და გაპატიებ ნებისმიერ მძიმე შეცდომას. წლები რომ გავა აღმოაჩენ მიყვარხარ როგორ, ვერ შეგედრება დედამიწის ოქროს ზოდები, მე შეგიყვარე უნაზესი ღიმილა გოგო, როგორც მერლინი არტურს, ისე დაგელოდები. ავტორი ლადო ქურთუბაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი