ციგა


ციგა რომ გავაკეთეთ,

ახმაურდნენ ბავშვები,

მთელი დღე ვერთობოდით

ფერდობებზე დაშვებით.

მურა ყეფით მოგვსდევდა,

ვერ დამალა სიბრაზე,

თითქოს გვეუბნებოდა

მეც დამსვითო ციგაზე.	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი