მტრედი


მტრედო, მტრედო, თეთრო მტრედო
გთხოვ ჩემსკენაც მოიხედო,
შენ მშვიდობის სიმბოლო ხარ,
ყველასათვის საიმედო.

მიწაზე რომ დაგოგმანობ,
მიზანი გაქვს ერთადერთი,
სულ მშვიდობის გზაზე გევლოს
და გფარავდეს მაღლა ღმერთი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი