კუ


კუს ნაბიჯით მიდის კუ და
თითქოს არსად ეჩქარება,
ჭალის პირას უპოვნია
სიმშვიდე და ნეტარება.

ზანტი ხარო, ეუბნება
მას კურდღელი მეტიჩარა,
ზურგით ბაკანს რომ მიათრევს
როგორ ივლის უფრო ჩქარა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი