შვლის ნუკრის ჩივილი


შვლის ნუკრი ვარ, რქებიც არ მაქვს,
დაუცველს და პაწაწინას...
ბედმა ისე დამიბრიყვა,
არ მყავს დედა, არ მაქვს ბინა.

ცვარ-ნამსა ვსვამ რძის მაგივრად
და ცხოვრებას მიფრთხობს ელდა...
მტერ-მოყვარეც ამერია,
დედის თვალებს ძილშიც ვხედავ.

ვეძებ მე მის ნაფეხურებს,
მწვანე ბალახს ცრემლით ვალბობ...
ვემალები ტყეში მხეცებს,
დაბნეული დავალ მარტო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი