თხა


თხა შეჩვევია ვენახსა
დაიარება მარტოკა,
ნუთუ ვერავინ გამოჩნდა
ვაზის ტკივილი - ნახოსა.

იქნებ გამოჩნდეს პატრონი
ჭკუა ასწავლოს ბეკეკას,
უნდა იცოდეს ნამდვილად
ცუდის და კარგის გარჩევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი