მგელი


ტყეში დაძუნძულებს მგელი
მუდამ ეძებს საკბილოს.
თუ კი ჭკუას მოუხმო,
იქნებ ხორციც ეღირსოს.

მეცხვარეს რომ დაინახავს,
თვალი იქით გაურბის.
მონატრებულ ტკბილ ულუფას
ეშმაკურად ჩაუვლის.

გულში ფიქრობს, აწყობს გეგმებს
ხელში, როგორ ჩაიგდოს,
თუ კი ახლოს ჩაუარა
აღარაფრით დაინდობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი