ბატკანი
ტყეში ისმის ბღავილი სულ პატარა კრავისა, მგლის ხროვა თავს დასდგომია არ აქვს ძალა დაცვისა. გულში ფიქრობს, იქნებ ვინმემ ნახოს ჩემი ტანჯვის დღე, განსაცდელს რომ ამაცდინოს და ცოცხალი გადავრჩე. ბატკნის თხოვნა შეისმინა, ბედად ძაღლი გამოჩნდა, აყეფდა და გაცოფდა, ლამის გული აღმოხდა. მგლებმა შიშით მოჰკურცხლეს, არც კი მოუხედიათ. ტანჯვითა და ვაებით გორა გადურბენიათ. კრავი მურას აედევნა მადლობის თქმა ეწადა, განსაცდელს რომ აარიდა და მოექცა ძმურადა. ცბიერი მელია მელამ თქვა ქეიფს გავმართავ, მოვიწვევ მეფე ლომსაო. ყველა ცხოველმა რომ ნახოს მე როგორ მაფასებსაო. იფიქრა ღამე დავივლი ყველა საქათმეს სოფლისა, ვფიქრობ, ჯობია მივადგე, დედალსა, მძიმე წონისას. და ამ ფიქრებში, გართულსა თავზე დაადგა პატრონი. დიდხანს იფიცა მელიამ, აღარ ვარ ცუდის ჩამდენი. ვინ დაუჯერებს მელასა საქათმის კართან ჩვეულსა. კრუხი კრიახით თავს იკლავს ხმა მიაწვდინოს პატრონსა. მელიას ფიცმა არ გაჭრა ვერ გაიმართლა თავიო. იცოდა რა დღე ელოდა კანონი იყო მკაცრიო. გაასამართლეს მელია, და მიუსაჯეს ტყვეობა, სიკვდილით რომ არ დასაჯეს, მელასაც კარგად ესმოდა. მელა ფიქრობდა საკანში სულ სხვანაირად ეცხოვრა, სინდისის ქენჯნამ ეტყობა, გული და სული შეუძრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი