ია და პეპელა
პეპელამ უთხრა იასო, შორს აღარ მინდა ფრენაო, თუ ჩემთან ყოფნას ისურვებ მე ერთგულების მჯერაო. იამ მიუგო პეპელას, შენთან ვარ უფრო მშვიდადა, შენი ფარფატი მახარებს და ერთად ვიყოთ ტკბილადა. ჩემი სათქმელიც ეგ არის რომ არ დავშორდეთ ერთმანეთს, ისედაც ჩვენი სიცოცხლე იქნებ წამშივე დამთავრდეს. ია სიმშვიდის სიმბოლო სიყვარულს აფრქვევს ველადა, პეპელასა და იასა ნიავი უდგას მცველადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი